სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და აწვდის ხმას მსხვერპლებს მთელ მსოფლიოში. მას თავისუფლად უნდა შეეძლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპა ყოველთვის მხარს დაუჭერს სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ა. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.
www.interpressnews.ge