სისხლის სამართლებრივი დევნის გამო გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს

ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) კანდიდატი პეტერ ბისტრონი ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პლატფორმა “ევროპის ხმის” (Voice of Europe) ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ.
სასამართლოს ორდერის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა დეპუტატის ბერლინის ოფისში, ასევე მიუნხენის, დეგენდორფის, ერდინგისა და მაიორკის საცხოვრებელ ადგილებში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო ბავარიის ფედერალური სახელმწიფოს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის 11 პროკურორმა და 70-მდე პოლიციელმა. სამართალდამცველებმა კონფისკაცია გაუკეთეს დოკუმენტებსა და ელექტრონულ ფოსტას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ეჭვმიტანილის როგორც “დამამძიმებელ და გამამართლებელ მტკიცებულებებს”.
პეტერ ბისტრონი მეორე ადგილზეა მოახლოებული ევროპარლამენტის სთვის პარტია AfD-ის მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიაში. მანამდე ბუნდესტაგმა მას საპარლამენტო იმუნიტეტის უფლება ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, “ალტერნატივა გერმანიისათვის” გარდა. ტელეკომპანია ZDF-ის ინფორმაციით, პარლამენტის იმუნიტეტის კომიტეტს დღეს დილით აცნობეს დაგეგმილი ჩხრეკის შესახებ.
მანამდე, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელ პოლიტიკოსებზე ს შესაძლო გავლენის გამოძიების ფარგლებში, ბისტრონის მიმართ ეჭვები ჩეხეთის სპეცსამსახურებს გაუჩნდათ. მარტის ბოლოს ჩეხური გაზეთი Denik N, სპეცსამსახურების წრეებში წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ პეტერ ბისტრონმა პრორუსული ორგანიზაციებისგან, სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ათასი ევრო მიიღო.
საუბარია ინტერნეტპორტალზე Voice of Europe („ევროპის ხმა”), რომელიც ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ავრცელებდა და ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ჩეხეთის უსაფრთხოების ცნობით, საიტის საქმიანობა პუტინის მეგობარისა და ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მიერ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდა
.