სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 35.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 14.3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში ქვეყანამ 35.508 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 21.188 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს, მხოლოდ აპრილში 10.179 მლნ აშშ დოლარის სისხლი, იმუნური პროდუქტების და ვაქცინების იმპორტი განხორციელდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 4 თვის მდგომარეობით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია შვეიცარია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 60% მოდის, მას მოსდევს ბელგია 10,3%-ით და თურქეთი – 5%-ით.
უფრო კონკრეტულად, წელს ქვეყანაში შემოსული სისხლის, ვაქცინების და იმუნური შრატების იმპორტიორი ქვეყნების 10-ეული ასე გამოიყურება:
შვეიცარია – 21.326 მლნ აშშ დოლარი
ბელგია – 3.682 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი – 1.658 მლნ აშშ დოლარი
საფრანგეთი – 1.443 მლნ აშშ დოლარი
– 1.196 მლნ აშშ დოლარი
გერმანია – 981.8 ათასი აშშ დოლარი
ავსტრია – 964 ათასი აშშ დოლარი
გაერთიანებული სამეფო – 781.9 ათასი აშშ დოლარი
ინდოეთი – 719.4 ათასი აშშ დოლარი
– 597 ათასი აშშ დოლარი
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ