“სისხლისმსმელები და სხვისი ქონების მიმტაცებლები არიან ოცნების წევრები” – “სავანეს” მეპატრონე

ფოტო – მთავარი არხი
კაფე-ბარ “სავანეს” ისტორიული შენობის მეპატრონეები მათი საკუთრების ნგრევას დემონტაჟი ამჟამად ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. გამოიტანეს ინვენტარი. პოლიცია კი შენობაში შესაღწევად “სავანეს” შუშებს ამტვრევს.
“ის, რაც 12 წლის განმავლობაში “ქართლი ოცნება” სხვას აბრალებდა, სისხლისმსმელები და სხვისი ქონების მიმტაცებლები არიან ქართული ოცნების წევრები. ირაკლი გიორგაძე – მერიის იურისტი გვიმტკიცებდა, რომ ეს შენობა არის საძირკვლის გარეშე. საძირკვლის გარეშე შენობას ვერ ანგრევენ” ამბობს მთავარ არხთან ერთ-ერთი მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე.
აღსანიშნავია, რომ შენობის დემონტაჟზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და პროცესი თებერვალშია ჩანიშნული, თუმცა ქუთაისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

ასევე დაგაინტერესებთ