სისხლიანი გარჩევა შობის ღამეს – მამაკაცმა 23 წლამდე ახალგაზრდა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა: -მ უკრაინის მოქალაქე დააკავა

7 იან­ვარს, შო­ბის ღა­მეს თბი­ლის­ში სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და. რო­გორც -ს ავ­რცე­ლებს, მა­მა­კაც­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.რ. დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით – უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.რ. და­ა­კა­ვეს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 7 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.რ. დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა, ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი.
გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.