“სისულელეების ლაპარაკს მორჩეს, ლიგა 1-ში უბრალოდ შეჭამენ” – რამიმ რონალდოზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ადილ რამიმ, RMC Sport-თან ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, კრიშტიანო რონალდოს განცხადებას უპასუხა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის პროლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია.
რამიმ რონალდოს განცხადებას სულელური უწოდა და მას გაჩუმებისკენ მოუწოდა.
“სისულელეებს ლაპარაკობს და ჯობია გაჩუმდეს. იმის გამო რომ ასეთი წარმატებული კარიერა აქვს, არ ნიშნავს, რომ მუდამ სიმართლეს ლაპარაკობს. ის ამას უბრალოდ რეკლამისთვის აკეთებს.
ფრანგი მცველები მანქანებივით არიან. ათამაშეთ რონალდო ლიგა 1-ში მათ წინააღმდეგ, პორტუგალიელს უბრალოდ შეჭამენ.
რონალდოს დიდი ქომაგი
ვარ, თუმცა ლიგა 1-ზე გაკეთებული განცხადებით, შეცდომა დაუშვა. რონალდომ ამ სიტყვებით შეურაცხყოფა უამრავ ადამიანს მიაყენა”, – განაცხადა რამიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში