„სისტრა ჯგუფი“ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე – თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება შემუშავებულ რეკომენდაციებს – მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება „სისტრა ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს, – ასე ეხმაურება „სისტრა ჯგუფი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
კომპანია თხოვნით მიმართავს ყველას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს.
„სწორედ „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.
გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.
ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.
და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „სისტრა ჯგუფი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია „სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.
„კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია „სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ „ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია „სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია – დაშავებულია ამავე კოალიციის ერთი წარმომადგენელიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ