“სირცხვილი!” – რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელის მცდელობას, დაეცვა რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება და თავს დასხმოდა ელჩს, ხმაური მოჰყვა

“სირცხვილი!” – რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელის მცდელობას, დაეცვა რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება და თავს დასხმოდა ელჩს, ხმაური მოჰყვა
დღეს, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე, გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ “საქართველომ სამწუხაროდ ევროპული გზიდან გადაუხვია”, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
თეიმურაზ დოჭვირმა ერნსტ პეტერ ფიშერი ფაქტობრივად არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა და “თარჯიმნის გამოცვლა” ურჩია. დოჭვირი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს “ევროპული კურსისთვის ერთი წუთითაც არ გადაუხვევია”.
“ბატონო ელჩო, როგორც ჩანს, თქვენამდე სწორი ინფორმაცია არ მოდის და ძალიან გთხოვთ, ან თარჯიმანი გამოცვალოთ, ან კონსუკტანტი” – მიმართა მან ერნსტ პეტერ ფიშერს.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის ღია თავდასხმას და რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დაცვას, დარბაზშივე უპასუხეს მოქალაქეებმა.
“სირცხვილი”, “დაასრულეთ” – გარკვევით ისმის ვიდეოში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს.
მეტიც, თეიმურაზ დოჭვირი უფრო შორს წავიდა, რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა დარბაზში გამოკითხვის ჩატარება სცადა, მან ახალგაზრდებს სთხოვა, ტაშის გამოხატვით დაეფიქსირებინათ პოზიცია, ფიქრობდნენ თუ არა, რომ საქართველომ ევროპულ კურსს არ გადაახვია, თუმცა საბოლოოდ, შეიქმნა სურათი, რომ ის დარბაზში მარტო უკრავდა ტაშს.