“სირცხვილი თქვენ, ამაში ფული გაქვთ აღებული”- რას წერს ნუცა ბუზალაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

გუშინ, 4 იანვარს ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე მცირე ინციდენტი მოხდა.

რამდენიმე აქტივისტი ბუზალაძის კონცერტზე მივიდა, აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანა, მომღერლის მისამართით კი სკანდირებდა “სირცხვილია“.

ნუცა ბუზალაძემ მათ ჯერ სცენიდან მიმართა და უთხრა, რომ სამარცხვინო სწორედაც რომ მათი ქცევაა.

“სირცხვილოს“ თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილი თქვენ…ამაში ფული გაქვთ აღებული,“ – მიმართა ნუცამ აქტივისტებს.

“დღეს 5 ცალი ცაკალელი ფაშისტი გვესტუმრა კონცერტზე. თან თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა არ დაეზარათ. ისე, 5 წუთში კი გამოაბუნძულა ხალხმა კონცერტიდან, მაგრამ მე მინდოდა ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყვნენ, იქნებ ოდნავ მაინც ეგრძნოთ სიყვარული და სინათლე, მაგრამ მგონი მაგათ ბოლომდე თავიანთ სიბოროტეში განადგურება უწერიათ.

ალბათ, ჩვენ ვეღარ დავეხმარებით, სამწუხაროა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წერს,“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ნახეთ ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი