“სირცხვილის გრძნობა სააკაშვილის ძლიერი მხარე რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ…” – მეზვრიშვილი

სირცხვილის გრძნობა Mikheil Saakashvili-ის ძლიერი მხარე რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ ალბათ რაღაც ზღვარი არსებობს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობის არქონის და პატიმრობის პირობებში, „ოცნება“ იმის უფლებას აძლევს, რასაც არც ერთ სხვა პატიმარს მისცემდა, აი ესაა. მაგრამ, როცა ეს და „ოცნება“ ადამიანს ერთნაირად აგინებს, ესე იგი ის ადამიანი სწორ გზაზეა.
ყოველთვის, როცა სიმართლე ესმის, ასე სამარცხვინოდ რეაგირებს. ამ კაცს რომ ქვეყანა უყვარდეს, უბრალოდ გაჩუმდებოდა, მაგრამ ამასაც და ბიძინასაც თავის თავის გარდა ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
პ.ს. უცებ გამახსენდა მის მიმართ გამოხატული კრიტიკული პოზიციის გამო ივანიშვილის კალთაში მჯდომი პროკურორი რომ მიწოდა.