“სირცხვილია” – რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა

ლეგენდარულმა რონალდინიო გაუჩომ სოციალურ ქსელში ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა. მისი თქმით, “სელესაოს” თამაშებს აღარ უყურებს, რადგან ფეხბურთელები სათანადოდ არ იხარჯებიან.
“კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების თამაშების ყურებას აღარ ვაპირებ. მათ მოგებასაც კი არ აღვნიშნავ.
საკმარისია, ბრაზილიის ნაკრების თამაშისთვის თვალის მიდევნება უამრავ ადამიანს უყვარს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება.
სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სუსტს “სელესაოს” ვუყურებთ, ლიდერების გარეშე და საშუალო დონის ფეხბურთელებით.
თითქოს მოთამაშეები მოედანზე ყოფნით სიამოვნებას ვერ იღებენ, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არასდროს მინახავს. სირცხვილია, მათი პერფორმანსი მიუღებელია”, – განაცხადა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკა 20 ივნისს დაიწყება, ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები კი კოლუმბია, პარაგვაი და კოსტა-რიკა იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში