„სირცხვილია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“ – პრეზიდენტი მარნეულის 69-ე უბანზე

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას.
„სირცხვილია, სირცხვილია, და ძალიან ამორალურია ეთნიკური უმცირესობის გამოყენება ს გასაყალბებლად“, – წერს ზურაბიშვილი.
მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს. ეს უბანი ახლა დახურულია.