“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია – მამუკა მდინარაძე

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ სოციალურ ქსელში დაწერა.
პოსტში დეპუტატი განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერი სუბიექტის მიმართ მიუღებელია.
„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!
ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.
“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა, რის გამოც ეს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.

ასევე დაგაინტერესებთ