სირსკი: უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლეკსანდრ სირსკის თქმით, ს აქვს ს დაბრუნების რეალისტური გეგმა. სირსკიმ ამასთან დაკავშირებით The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
სირკის თქმით, ყირიმის უკანონო ანექსიიდან ათი წლის შემდეგ კიევს ყირიმის დაბრუნების გეგმა უკვე აქვს. “ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა” – თქვა გენერალმა.
მან ასევე დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წელს დადგენილი საზღვრების საერთაშორისო აღიარებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
“ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან”. – ამბობს სირსკი.
“მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. ვიცი, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ”. – დასძინა მან.