სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღებით, დრო ჩვენს სასარგებლოდ იქნება

უკრაინის ჯარის მთავარსარდალი პოლკოვნიკ-გენერალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პარტნიორებისგან F-16 მარკის საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, დრო მათ სასარგებლოდ იმუშავებს.
სირსკის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია, რომ უკრაინა პარტნიორებისგან დიდი რაოდენობით შეიარაღების მიღებას ელოდება და მათი გამარჯვების შანსები შემცირდება:
„მტრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღების ეტაპობრივი მიღებით და F-16-ების ჩამოსვლით, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას, დრო ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს და მათი წარმატების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამიტომაც, ს სამხედრო ხელმძღვანელობის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ გაზარდონ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა და არეალი, რათა ჩვენი სამხედროები გამოიფიტონ, ხელი შეუშალონ რეზერვების წვრთნას და შეაფერხოს ეფექტური თავდასხმითი ქმედებებისკენ ტრანზიცია“ — ამბობს უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი.
ოლექსანდრ სირსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ის განსაკუთრებული დატვირთვით აღმოსავლეთ მიმართულებაზე მუშაობდა, სადაც უკრაინის ჯარის სხვადასხვა დანაყოფი საბრძოლო ფრონტის ყველაზე კრიტიკულ მიმართულებებს იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით