სირსკი: გადავედით თავდაცვით ოპერაციებზე, მიზანია მტრის გამოფიტვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ფრონტზე რთული სიტუაციაა და დროებით თავდაცვით ოპერაციებზე გადადის.
ამის შესახებ სირსკიმ ისაუბრა გერმანულ მედია ZDF-თან.
“შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციებზე გადავედით. ჩვენი ოპერაციების მიზანია მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება”. – თქვა სირსკიმ.
ახალი მთავარსარდლის თქმით, განსაკუთრებით დაძაბული შეტაკებები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც ს ძალებს, მისი თქმით, მიზნად დასახული აქვთ დასახლების აღება ნებისმიერ ფასად. როგორც სირსკი ამბობს, აქ შეტაკებები ყოველ დღე მიმდინარეობს. ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და რუსების დანაკარგები, განსაკუთრებით დახოცილები, უკრაინელების ზარალს 7-8-ჯერ აღემატება.
სირსკის თქმით, დრონების გარდა, უკრაინამ დაიწყო სახმელეთო რობოტიზებული დანადგარების გამოყენებაც.