სირიის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალი აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ხალხის მიერ არჩეულ ახალ ხელმძღვანელობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სირიის პრემიერ-მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ის დამასკოში რჩება. მისი განცხადებით, სირიას შეუძლია, იყოს ნორმალური ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და მსოფლიოსთან.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ დამასკოში შევიდნენ. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დედაქალაქი დატოვა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ დამასკოს ქუჩებში მოქალაქეები ზეიმობენ. აჯანყებულთა ძალები აცხადებენ, რომ ამჟამად სახელმწიფო ინსტიტუტები პრემიერ-მინისტრის მართვის ქვეშ დარჩება, მათ ოფიციალურ გადაბარებამდე.
წყარო: 1 არხი
