სირიის პრემიერი – მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს

სირიის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის განცხადებით, მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, შევთავაზოთ ყველა შესაძლო მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო ფუნქციების შეუფერხებელი და სისტემატური გადაცემა, სახელმწიფო ობიექტების შენარჩუნებით“, – განაცხადა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალმა.
მისი თქმით, სირიის დატოვებას არ აპირებს. მან სირიელებს საზოგადოებრივი ობიექტების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი ყველა მოქალაქეს ეკუთვნის.
„მე აქ ვარ, ჩემს სახლში, არ წავსულვარ და მის დატოვებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებ, რათა უზრუნველვყოთ საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. ხელს ვუწვდით სირიის ყველა მოქალაქეს, რომელიც ზრუნავს ამ ერის აქტივების დაცვაზე. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, არ დააზიანოს რაიმე საჯარო საკუთრება, რადგან ის მათ ეკუთვნის“, – აღნიშნა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალმა.
შეგახსენებთ, სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ დამასკო თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს