სირიის პრეზიდენტმა გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ახალი გარდამავალი მთავრობა დანიშნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინისტრთა ახალი კაბინეტი მოიცავს 23 მინისტრს, მათ შორის ქრისტიან ქალს, ჰინდი კაბავატს, რომელიც ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და რელიგიათაშორისი შემწყნარებლობისა და ქალთა გაძლიერებისთვის მუშაობდა. ჰინდი კაბავატი სირიის სოციალურ საკითხთა და შრომის მინისტრად დაინიშნა.
მთავრობას პრემიერ-მინისტრი არ ეყოლება. აღმასრულებელ ხელისუფლებას აჰმედ ალ-შარა უხელმძღვანელებს.
მედიის ინფორმაციით, სირიის ახალ ხელისუფლებას დასავლეთი და არაბული ქვეყნები მოუწოდებდნენ, ჩამოეყალიბებინა მთავრობა, რომელიც ქვეყნის მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური თემებისგან იქნებოდა დაკომპლექტებული. ეს ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ალავიტების სექტის წარმომადგენლები იყვნენ, სირიის დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე თვეში განხორციელებულ ძალადობას ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა