სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა.
სირიის ლიდერი 10 ნოემბერს თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
7 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ხატაბი, -ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილი პირების რეესტრიდან ამოიღეს. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.
აშშ-ის დედაქალაქში სირიის პრეზიდენტის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდა, რომ სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათობით სავარაუდო წევრი.
თერთმეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით ამბოხებულთა ალიანსმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ტრამპი შარაას მაისში, ერ-რიადში ვიზიტის დროს შეხვდა.
1tv.ge