სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომ ბარაკმა გააკეთა.
როგორც ბარაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აშშ-ს იმედი აქვს, რომ სირია ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად შეუერთდება კოალიციას “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად. სირიის პრეზიდენტის რანგში ეს შაარას მეორე ვიზიტი იქნება ამერიკაში. ის პირველად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრო.




