სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, სუვეიდას პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.
„სირიის სახელმწიფო ქვეყანაში მყოფი უმცირესობების დაცვის ერთგულია და მზად არის ყველა დამრღვევს პასუხისმგებლობა დააკისროს“, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ.
აჰმედ ალ-შარაამ მხარეებს შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ამასთან, სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთახნმების ფარგლებში დრუზებით დასახლებულ პროვინციაში სამთავრობო ძალები განლაგდნენ.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სირიის ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზებსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შეტაკებების შესაჩერებლად სუვეიდაში სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდნენ. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე და დრუზების დაცვის მიზნით ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა.
დღეს, თურქეთში -ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, ს პრემიერ-მინისტრი, და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორ და სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას