სირიის მედია დამასკზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება

სირიის დედაქალაქზე ს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, იტყობინება სირიის სახელმწიფო მედია.
ცნობით, რაკეტები მოხვდა დამასკის საფრ სუსას რაინში საცხოვრებელ სახლს, შედეგად დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი.
ამ რაიონშია ასევე შენობათა კომპლექსი, რომელსაც უშიშროების უწყებები იყენებენ.
ისრაელის არმიას ამ თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.
ისრაელი 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სისტემატურად ბომბავს მეზობელ ქვეყანას, სხვათა შორის, ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰეზბოლას პოზიციებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლა ისრაელს ცეცხლს უშენს ხოლმე ლიბანიდან. ისრაელის არმიამ მას მერე გაახშირა თავისი თავდასხმები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე