სირიის დე ფაქტო მმართველი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ სირიის დე ფაქტო მმართველი აჰმედ ალ-შარაა შეხვდა უკრაინის დელეგაციას, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სირიის სახელმწიფო სააგენტო “სანამ”.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიას დამატებით სასურსათო დახმარებას გაუგზავნის.
სიბიჰა შეხვდა ასევე თავის სირიელ კოლეგას. “ჩვენსა და ს შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ასევე მეცნიერო სფეროში”, – განუცხადა სირიის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან ალ-შიბანმა უკრაინელ სტუმარს.
ალ-შარაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მოჰამედ ალ-ჯოლანი, დაჯგუფება “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის” მეთაურია. ამ გაერთიანების წინამძღოლობით მოხდა სირიაში ხანგრძლივი მმართველის, ბაშარ ასადის დამხობა.
“ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი” ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული გაეროსა და -ის მიერ.
29 დეკემბერს ალ-შარაამ პირობა დადო, რომ სამ წელიწადში სირიის კონსტიტუციას შეცვლის, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩაატარებს არჩევნებს.
მან ასევე თქვა, რომ ნორმალური ურთიერთობა სურს რუსეთთან და ირანთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მისი წინამორბედის, ასადის რეჟიმს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა