სირიის დე ფაქტო მთავრობამ ტარტუსის პორტში რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

სირიის ახალმა დე ფაქტო მთავრობამ რუსულ კომპანია Stroytransgaz-ს და სირიულ პორტ ტარტუსს შორის 49-წლიანი შეთანხმება გააუქმა.
პორტის საბაჟოს დირექტორის თქმით, “რუსულ კომპანიასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაუქმებულია და მისი ყველა შემოსავალი სირიის სახელმწიფოს სარგებლობაში ბრუნდება”, – იტყობინება სირიული გაზეთი Al-watan.
2019 წლის აპრილში ს ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია “სტროიტრანსგაზთან”, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა.
Al-watan-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან.
რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში.
გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალარუსეთიდან, ირანიდან და დან საქონლის იმპორტი.
გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია. რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან იმპორტის აკრძალვის მიზანი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. მთავრობის მოლოდინით, ეს ზომები გაამყარებს სირიის მრეწველობას და წაახალისებს შიდა ბაზრის განვითარებას.
tabula.ge