სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი. თავად მან სამშაბათს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე 1 მარტამდე დარჩება.
Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია ალ-ბაშირის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, აღნიშნავს ტელეარხი Current Time.
ასადის მოწინააღმდეგე ძალების ელვისებური შეტევის დაწყებამდე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ სირიაში ხელისუფლების შეცვლით დასრულდა, ალ-ბაშირი ხელმძღვანელობდა მეამბოხე „სირიის ხსნის მთავრობას“. ეს სტრუქტურა აკონტროლებდა ტერიტორიებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციის ჩათვლით.
ალ-ბაშირს ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჯგუფის, „ჰაიათ ტაჰირ ალ-შამის“ ლიდერის, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ახლო თანამოაზრეს. „ჰაიათ ტაჰირ ალ-შამის“ ცნობებში მოიხსენიებდნენ ძალად, რომელიც ასადის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა.
სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები 27 ნოემბერს გააქტიურდნენ. რამდენიმე დღეში მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკი მათი კონტროლის ქვეშ მოექცა. სირიის პრეზიდენტი ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები პირობას დებენ, რომ ახალ მათვრობას ს გზით ჩამოაყალიბებენ.
2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. ს სამხედროები ამ ომში 2015 წლიდან მონაწილეობენ პრეზიდენტ ასადის მხარეს, ბომბავენ მისი მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ასევე მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დაქირავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“.