სირიელი ქრისტიანები ასადის დამხობის შემდეგ პირველ საშობაო წირვას დაესწრნენ

დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დამხობის შემდეგ პირველად, სამშაბათს სირიელი ქრისტიანები შობის წირვას დაესწრნენ. ეს იყო პირველი გამოცდა ახალი ისლამისტი მმართველების იმ დაპირებისა, რომ ქვეყნის რელიგიური უმცირესობების უფლებებს დაიცავენ.
წირვა გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში ჩატარდა, რადგან ქრისტიანული წმინდა ადგილების წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეზე შეშფოთება არსებობდა. ტაძრის გარშემო მმართველი ისლამისტური ჯგუფის, „თაჰრირ ალ-შამის“ ავტომანქანები იყო გაჩერებული.
სირიის დედაქალაქში დამასკოს ღვთისმშობლის ტაძრის მერხები შერეული, ახალგაზრდა და ასაკოვანი მრევლით შეივსო. მორწმუნეებს ანთებული სანთლები ეჭირათ და ტაძარში საგალობლებიც ისმოდა.
წირვამდე რამდენიმე საათით ადრე, დამასკოში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი იმ ინციდენტს გმობდნენ, რომელიც ჰამას გუბერნიაში მოხდა, სადაც საშობაო ნაძვის ხე დაწვეს. დემონსტრანტებს ხის ჯვრები ეკავათ და ისმოდა შეძახილები: იესო, ჩვენ შენი ჯარისკაცები ვართ“, „სისხლით და სულით იესოს შევეწირებით“.
დე-ფაქტო მმართველმა აჰმედ ალ-შარაამ ქრისტიანებს და სხვა ჯგუფებს უთხრა, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან სირიაში, სადაც „ალ-ყაიდას“ ყოფილი მოკავშირე „თაჰრირ ალ-შამის“ მმართველობა დამყარდა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შარაა სუნიტური ისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერია, რომელიც ქრისტიანებს ურწმუნოებად მიიჩნევს, ის ბოლო დროს ყველგან საქმიანად ჩაცმული დადის.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!