სირიელი და ისრაელელი მინისტრები პარიზში აშშ-ის შუამავლობით გამართულ შეხვედრას დაესწრებიან – მაღალი რანგის დიპლომატი

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანისა და ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 ივლისს, პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ AFP-ს მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა.

„დღეს პარიზში გაიმართება სირია-ისრაელის უსაფრთხოების შეხვედრა და მას
ტომ ბარაკი უხელმძღვანელებს“, – განაცხადა დიპლომატმა, რომელიც გულისხმობდა სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს.

დიპლომატმა დასძინა, რომ ტექნიკურად საომარ ურთიერთობაში მყოფი ორი ქვეყნის მინისტრები, შაიბანი და დერმერი ხვდებიან ერთმანეთს.
აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები სირიის ახალ ხელისუფლებასა და ისრაელს შორის ამ დონეზე პირველი შეხვედრა იქნება. ტექნიკურად, ორი ქვეყანა 1948 წლიდან საომარ ურთიერთობაშია.
ისრაელმა სირიის გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიპყრო.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)