სირია ახალ ვალუტას რუსეთის მაგივრად გერმანიასა და საამიროებში დაბეჭდავს – Reuters

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სირიის ახალი მთავრობა აპირებს, ახალი დიზაინის ვალუტა, რომელზეც ბაშარ ალ-ასადის სახე აღარ იქნება გამოსახული, რუსეთის ნაცვლად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გერმანიაში დაბეჭდოს, რაც ერთი მხრივ, დასავლურ და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, სირიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ასახავს.
ამასთანავე, სირიის ახალმა მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ხელი მოაწერა $800-მილიონიან თავდაპირველ შეთანხმებას, რომელიც ტარტუსის პორტის განვითარებას ეხება. ეს პირველი მსგავსი შეთანხმებაა მას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს გამოაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ -ს სანქციებს მოხსნიდა.
Reuters-ის ცნობით, სირიის მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიმდინარე წელს დაიწყეს გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვალუტის დაბეჭდვის შესაძლებლობის განხილვა და ეს ძალისხმევა უფრო რეალისტური გახდა, როდესაც ევროკავშირმა სანქციების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო.
გავრცელებული ცნობებით, ახალი ვალუტის ერთ-ერთ კუპიურაზე სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის სახე აღარ იქნება გამოსახული.
ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას “შანსი მიეცეს.” მოგვიანებით, ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება