სირია -ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას შეუერთდება, რომლის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა

სირია შეუერთდება -ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას, რომლის მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირია 90-ე ქვეყანა გახდება, რომელიც შეუერთდება გლობალურ კოალიციას, რომლის მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ დარჩენილი ელემენტების განადგურება და ახლო აღმოსავლეთში უცხოელი მებრძოლების ნაკადის შეჩერება.
დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ალ-შარაას და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს სირიის წარმატებისთვის.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ალ-შარაა „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენია და მის მიმართ ნდობა გამოხატა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტებთან ერთად, გამოაცხადებს ახალ ზომებს სირიისთვის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და „ინვესტორებისთვის შესაბამისობის გარკვევის“ უზრუნველყოფის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად