სირიაში სურთ მეამბოხეთა ჯგუფები დაუქვემდებარონ თავდაცვის სამინისტროს

სირიის ამჟამინდელმა, დე-ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ 24 დეკემბერს მეამბოხეთა ფორმირებების ყოფილ მეთაურებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ეს დაჯგუფებები დაიშლებიან და ერთიანად იქნებიან კონსოლიდირებული, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით – იუწყება ახალი ადმინისტრაცია.
გასულ კვირაში სირიის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ ალ-ბაშირი აცხადებდა, რომ სამხედრო უწყება რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს, და ამ პროცესმა უნდა მოიცვას მეამბოხეთა დაჯგუფებები და ის ოფიცრები, რომლებიც დეზერტირები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიაში.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ალ-შარა რთული ამოცანის წინაშეა, მან თავიდან უნდა აირიდოს შეტაკებები ასადის აწ უკვე დამხობილი რეჟიმის ბევრ მოწინააღმდეგეს შორის.
სირიის დროებით მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მურჰაფ აბუ კასრა – ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაჯგუფებისა “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი”, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის ძალისხმევის სათავეში იყო. აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ჯგუფს ტერორისტულად მიიჩნევენ. აჰმედ ალ-შარა ლიდერია ჯგუფისა “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი”.
ბოლო დღეებში დამასკში ჩასულ დასავლელ ოფიციალურ პირებთან საუბრებში აჰმედ ალ-შარა ირწმუნებოდა, რომ არ აპირებს შურისძიებას ყოფილი ხელისუფლების წევრებზე, და არც რეპრესიების გატარებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)