სირიაში სურთ მეამბოხეთა ჯგუფები დაუქვემდებარონ თავდაცვის სამინისტროს

სირიის ამჟამინდელმა, დე-ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ 24 დეკემბერს მეამბოხეთა ფორმირებების ყოფილ მეთაურებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ეს დაჯგუფებები დაიშლებიან და ერთიანად იქნებიან კონსოლიდირებული, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით – იუწყება ახალი ადმინისტრაცია.
გასულ კვირაში სირიის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ ალ-ბაშირი აცხადებდა, რომ სამხედრო უწყება რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს, და ამ პროცესმა უნდა მოიცვას მეამბოხეთა დაჯგუფებები და ის ოფიცრები, რომლებიც დეზერტირები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიაში.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ალ-შარა რთული ამოცანის წინაშეა, მან თავიდან უნდა აირიდოს შეტაკებები ასადის აწ უკვე დამხობილი რეჟიმის ბევრ მოწინააღმდეგეს შორის.
სირიის დროებით მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მურჰაფ აბუ კასრა – ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაჯგუფებისა “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი”, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის ძალისხმევის სათავეში იყო. -ში და ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ჯგუფს ტერორისტულად მიიჩნევენ. აჰმედ ალ-შარა ლიდერია ჯგუფისა “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი”.
ბოლო დღეებში დამასკში ჩასულ დასავლელ ოფიციალურ პირებთან საუბრებში აჰმედ ალ-შარა ირწმუნებოდა, რომ არ აპირებს შურისძიებას ყოფილი ხელისუფლების წევრებზე, და არც რეპრესიების გატარებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)