სირიაში სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა “ირანის გუშაგთა კორპუსის” მრჩეველი

2 თებერვალს დამასკში ს სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მრჩეველი.
ამის შესახებ ირანის და სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება. ისრაელის მედია მოკლულს, ალი ჰადდადის, უწოდებს „მაღალი რანგის ოფიცერს“, თუმცა არ იტყობინებიან, რა თანამდებობა და წოდება ჰქონდა მას.
სირიის სააგენტო SANA-მ სამხედროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოახერხა, სავარაუდოდ, ისრაელის კონტროლქვეშ მყოფი გოლანის მაღლობებიდან გამოშვებული რაკეტების ნაწილის ჩამოგდება. ისრაელის სამხედროები, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში არ ადასტურებენ ან უარყოფენ თავდასხმას.
ისრაელი სირიის ტერიტორიაზე სისტემატურად ახორციელებს თავდასხმებს იმ ობიექტებზე, რომლებიც ირანის მოკავშირე, ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილ დაჯგუფებებს უკავშირდება.
Reuters-ი და დასავლეთის სხვა სააგენტოები ადრე იტყობინებოდნენ, რომ ირანმა ბოლო დღეებში სირიაში შეამცირა თავისი იმ მრჩევლების რაოდენობა, რომლებიც “გუშაგთა კორპუსში” ირიცხებიან, რადგან შიშობდა, რომ დარტყმებს განახორციელებდა, იანვრის ბოლოს იორში თავის სამხედრო ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროების დახოცვის საპასუხოდ.
სამი ამერიკელი სამხედრო იქნა მოკლული თავდასხმის დროს, რომელიც რეგიონში პროირანულმა დაჯგუფებამ განახორციელა. ვაშინგტონი საპასუხო თავდასხმაზე დაიმუქრა, მაგრამ სამიზნე არ დაუკონკრეტებია. იტყობინებოდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საკუთრივ ირანზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ვაშინგტონს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია რეგიონში.
ვითარება გამწვავდა 7 ოქტომბერს, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფების, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად დღემდე, ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 27 ათასზე მეტი პალესტინელია მოკლული.
აშშ და ისრაელი ირანს ადანაშაულებენ, რომ ამერიკული და ისრაელის სამიზნეებზე თავდასხმებს აწყობენ დაჯგუფებები, რომელთა უკანაც თეირანი დგას. ირანი ოფიციალურად ომში არ არის ჩაბმული.