Reuters-ის ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 33 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.
წყაროებმა გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლიც.