სირიაში ისრაელის იერიშს IRGC-ის ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ს მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის თანამდებობის პირი, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.
ინფორმაცია მოჰამად რეზა ზაჰედის სიკვდილის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Saudi Al-Arabiya-ს საინფორმაციო ქსელში გავრცელდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.