სირიაში დიქტატურის დასრულების შემდეგ იმედის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ – ანტონიო გუტერეში

სირიაში დიქტატურის დასრულების შემდეგ იმედის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ –
სირიაში დიქტატურის დასრულების შემდეგ იმედის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთის ხელახლა ფორმირებას ვხედავთ, ასევე, ვხედავთ იმედის გარკვეულ ნიშნებს, კერძოდ, სირიის დიქტატურის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მხარს უჭერს.
„ჩვენი მოვალეობაა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სხვადასხვა სირიელ ლიდერებს მხარი დავუჭიროთ და დავრწმუნდეთ, რომ ისინი გაერთიანებას შეძლებენ და ძალაუფლების მშვიდობიან და ინკლუზიურ გადაცემას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ipn.ge