სირაძე: პოლიცია მკაცრია და სამართლიანი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ -ს სხვადასხვა დანაყოფები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულები.
ფორმულას ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ისეთივე მკაცრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის მონაწილეების მიმართ, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, რაზეც სირაძემ უპასუხა: “პოლიცია მკაცრია და სამართლიანი”.
ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ასეთივე განცხადებები ჰქონდათ დეკემბერშიც, თუმცა გდდ-ის წარმომადგენლები მაინც ძალადობდნენ მოქალაქეებზე.
“თითოეული პოლიციელი იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ხო არ შევალთ ჩვენ რაღაც კონკრეტული თემების განხილვაში? ბევრ პოლიციელზეც ძალადობდნენ. ამიტომ, თუ მოხდა რამე კანონდარღვევა, ძალიან სამწუხაროა და შესაბამისი რეაგირება მიეცა”- თქვა სირაძემ.