სირაძე: ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დავაკავეთ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დააკავეს.
“ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისგან”, – თქვა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხირდან “კანონდარღვევის 53 ფაქტი გამოავლინეს – აქედან 42 სამართალდამრღვევია, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია”.