3
სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიო მუჯირი სხვა მიტროპოლიტებთან ერთად ღვთისმსახურებას აღასრულებს. ადგილზე იმყოფება მეუფე დანიელი და მეუფე ნიკოლოზი. წირვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.
ტაძარში დილიდან იკრიბებიან მოქალაქეებიც, რომლებიც პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ და მის შესახებ საკუთარ შეფასებებს აკეთებენ. პარალელურად, კითხვები არსებობს მომავალ პატრიარქთან დაკავშირებითაც.



