სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს – ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღასრულებს

სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.
პატრიარქმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გააცნობენ.
ლიტურგიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი , პრემიერ-მინისტრი ირაკლი , პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლსაც, რომელსაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოაბრძანებენ.
იერუსალიმში, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?