ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
„შეხვედრა ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ლუის ენრიკემ შეცვლები ვერ გამოიცნო, რადგან პსჟ-ს მალე გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მერე ინიციატივას „ლივერპული“ დაეუფლა. 70 წუთი უპირატესობას „პარი სენ ჟერმენი” ფლობდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს.
მე ხვიჩას თამაშგარეს მომენტი ვერა და ვერ გავიგე. ეს სასაცილო თამაშგარე იყო, რომელიც შემტევი გუნდის სასარგებლოდ უნდა ჩათვლილიყო. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვერ გეტყვით, რა მიზეზებით მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ამან პარიზულ გუნდს
ცუდი სამსახური გაუწია. ხვიჩამ ბევრჯერ დაარტყა კარში, მოედანზე ყველა პოზიციაზე მოქმედებდა და ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ“, – ციტირებს სიომინს Championat-ი.
