სინოპტიკოსის პროგნოზი: დედაქალაქში მოსალოდნელია -13 გრადუსი

სინოპტიკოსი იოანე მახარაძე მოსახლეობას 13-14 იანვარს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დედაქალაქში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცეს. 

რაც შეეხება ამინდის გაუარესებით გამოწვეულ საფრთხეებს, იოანე მახარაძის თქმით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი.

„მომდევნო დღეებში საქართველოში რთული და ზოგჯერ, ზოგან საშიში მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელი. არსებულ ნალექიანობას 13 იანვრის დილიდან დაემატება საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები, რომლებიც უხვ ნალექსა და ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევენ.

13-ში დილით დასავლეთის ქარი იქროლებს კოლხეთის დაბლობზე და იქნება ძლიერი ნალექი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში შესაძლოა მდინარეების ადიდება გამოიწვიოს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა თოვლში გადავა.

მაღალ მთაში თოვლის საფარი 1 მეტრს გადააჭარბებს. თბილისში იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. შემოჭრილი ჰაერის მასები იმდენად გადააციებს ატმოსფეროს, რომ დედაქალაქში ტემპერატურის მგრძნობილობა (ქარის გამო) 14 იანვრის დილას -13 გრადუსი, ხოლო სამხრეთ საქართველოში (მაგ:დმანისი) -15 გრადუსი იქნება. ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი. ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობის საფრთხე და მეწყერი“, – აცხადებს სინოპტიკოსი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია – ქართველები არ ვართ ბევრი, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა

თინა ხიდაშელი – ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს – ეს დასასრულია, აქედან შემობრუნება არ არსებობს!