ტურინში წლის შემაჯამებელ ტურნირზე იტალიელმა იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5 6:7 7:6 დაამარცხა და მეორე გამარჯვება იზეიმა.
შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა, პირველი სეტის მე-11 გეიმში სერბმა საკუთარი ჩაწოდება 40:0 წაიყვანა, თუმცა ზედიზედ 5 ქულა წააგო და იანიკს ბრეიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა, იტალიელმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე ისე მივიდა, რომ ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონიათ, საბოლოო ჯამში ნოვაკმა 7:5 იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა.
იანიკს 2-დან 2 მოგება აქვს, მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, ჰოლგერ რუნესთან გამართავს, ნოვაკი 16 ნოემბერს უმბერ ჰურკაჩს შეხვდება.