“სინემა სითი” – ირაკლი ალასანიას კომპანიამ თამარ მეფის ხიდთან ახალი ცათამბჯენის პროექტი მოამზადა

თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მომზადდა – შესაბამისი ინფორმაცია ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Stipfold-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განვითარებას კომპანია “სოდი ინვესტმენტი” კომპანია LSG Solution-თან 2023 წლიდან გეგმავს.
თავად “სოდი ინვესტმენტი” 2017 წელს არის დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Guibor-ის მიერ, კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს.
ჯერჯერობით აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შესახებ მიმართვა არ ფიქსირდება არც გრგ-ის შეთანხმებასთან და არც მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე და მის შესახებ მხოლოდ არქიტექტურული კომპანია Stipfold-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანი ფართობი 32,000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო ცათამბჯენი 44 სართულიანი იქნება.