საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იწყება.
სინდისის 11 პატიმრის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. დღევანდელი პროცესი მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.
დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უნდა გასცემს ადვოკატების კითხვას პასუხი, გაიღება თუ არა ჟურნალისტებისთვის სხდომის კარი, რადგან მან გასულ პროცესზე პირობა დადო, რომ მოკვლევას ჩაატარებდა და კონკრეტული პასუხით დაუბრუნდებოდა უფლებადამცველებს.
პროცესზე დასწრების და გადაღების მოთხოვნით “პირველებმა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
