იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც ამ დროისთვის, მოსამართლეების კონფერენცია იმართება, პოლიტპატიმრების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ იმ დასანქცირებულ მოსამართლეთა გამოსახულებით ბანერები, რომლებსაც, მათი თქმით, პროევროპულ აქციაზე უკანონო დაკავებული ადამიანების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ.
ადგილზე სინდისის პატიმრების მშობლებმა მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს, შეძახილებით – “მონა!”, “არ გრცხვენიათ?”.
