სინგაპურის კომპანია Silicon Box, ჩრდილოეთ იტალიაში, გეგმავს, $3,5 მლრდ-ის ინვესტირებას ახალი ქარხნის მშენებლობაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჯერ დადგენილი არ არის, რომელ ქალაქში განთავსდება ქარხანა. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. პროექტი იტალიის გრძელვადიანი ძალისხმევის ნაწილია ტექნოლოგიური კომპანიების ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტიცია 1600 ახალ პირდაპირ სამუშაო ადგილს შექმნის, გარდა არაპირდაპირი სამუშაო ადგილებისა, რომელიც შეიქმნება როგორც ობიექტის მშენებლობაში, ასევე ფართო მიწოდებისა და ლოგისტიკის ეკოსისტემაში. პროექტის სავარაუდო საოპერაციო ხარჯები 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიარდი ევრო იქნება.
თითქმის 3 წლის წინანდელი სტარტაპი, რომელიც შექმნილია ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Marvell-ის დამფუძნებლების მიერ, იტალიაში აწარმოებს ეგრეთ წოდებულ ჩიპლეტებს, რომლებიც შეიძლება იყოს ქვიშის მარცვალივით პატარა.