“სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო…” – ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”

“სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო…” – ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”
The Obi Odin-ის პოდკასტში საუბრისას, ცნობილმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა გაიხსენა, თუ როგორც შედგა კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”.
როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი რონალდინიოს ყიდვას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა “ბარსელონა” აირჩია.
“მახსოვს, როდესაც რონალდომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გააფორმა, ჩვენ ლისაბონში მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანოს ძალიან გაუმართლა.
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ იმ ზაფხულს რონალდინიო ვერ დავიმატეთ.
ფერგიუსონი ბრაზილიელის გადაბირებას აპირებდა, მაგრამ მან არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ გააკეთა, რის გამოც ის აბსოლიტურად განადგურებული დარჩა.
ლისაბონში ყოფნის დროს ის “სპორტინგის” თამაშს დაესწრო, შემდეგ კი რაც მოხდა უკვე ისტორიაა”, – იხსენებს ფერდინანდი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში