ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სინამდვილეში რა აუფასურებს ლარს?
ერთი შეხედვით მარტივია პასუხი, თუმცა მთლიანი სურათი გაგება არანაკლებ საჭიროა.
როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი სახის კრიზისია, რომლის გამოც მომავალი გაურკვეველია, ადამიანები იღებენ თავიან დანაზოგებს,რომელიც აქვთ ლარში და ახურდავებენ ამ ფულს დოლარში.
რატომ იქცევიან ადამიანები ასე?
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ არ ვენდობით ლარს და ნებისმიერი კრიზისის დროს გვგონია, რომ დოლარი უფრო გამძლეა. პრინციპში ეს ასეცაა.
და მაინც, რატომ არ ვენდობით ლარს? მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლარი არ ემორჩილება საბაზრო მექანიზმს, პირიქით, ლარი პოლიტიკოსების იარაღია თავიანთი ინტერესების სამსახურისთვის. ამ ინტერესების გამო ლარი მუდმივად მერყეობს და აღარავის სჯერა ამ ვალუტის.
დაიმახსოვრე, ლარიც ჩვეულებრივი პროდუქტი/საქონელია. მასზე ხელოვნური მანიპულაციები კი მუდმივად მუს არასტაბილურობას იწვევს.
ცალკე საკრიტიკოა ე.წ ლარიზაციის პოლიტიკა, რომელიც ყველას გვაზარალებს. მაგრამ სადმე გინახავთ დისკუსია ლარიზაციაზე? რა თქმა უნდა არა! რადგან ამის დრო არასდროს გვაქვს.
ვიყოთ ახლა ასე…!”, -წერს ნოდარ სირბილაძე.