“სინამდვილეში”: ოპოზიციის ტროლგვერდები ყალბ ბანერსა და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გვერდის “სინამდვილეში” განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები “საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს” დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით, არასდროს გაუკეთებია.
“რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს.
სინამდვილეში, აღნიშნული ბანერი და შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია!” – აღნიშნულია გვერდის “სინამდვილეში” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით